პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ პატრიოტთა ალიანსის მოსკოვში ჩასვლაზე "ზედმეტი კომენტარის გაკეთება, მისი მხრიდან სწორი არ იქნება".
"ვფიქრობ, არ არის საინტერესო და უადგილო არის და საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ზედმეტი კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი", - თქვა ღარიბაშვილმა.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე პატრიოტთა ალინსი მოსკოვში გაემგზავრა და ფედერაციულ საბჭოში შეხვედრები გამართა.
პატრიოტთა ალიანსიდან ფედერალურ საბჭოში შეხვედრაზე ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი იყვნენ. მითების დეტექტორის ინფორმაციით, მათთან ერთად იმყოფებოდა ორგანიზაცია რუსეთის ჯავახკური დიასპორის პრეზიდენტი, აგასი არაბიანი. არაბიანი 2019 წელს საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა. არაბიანი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას მხარს აქტიურად უჭერს და მათ დე-ფაქტო ლიდერებს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.